საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტური დასრულდა. ტურის ცენტრალური მატჩი თელავში, „გივი ჩოხელზე“ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბსა და „სამტრედიას“ შორის გაიმართა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გუნდებმა მეორე ნახევარის სტარტზევე მოახერხეს გოლების გატანა. ჯერ კერძევაძემ სტუმრები დააწინაურა, მერე კი, ზუსტად 7 წუთში რუხაძემ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. შედეგად, „სამტრედიამ“ ორი მნიშვნელოვანი ქულა დაკარგა და გალიდერების შანსიც ხელიდან გაუშვა.
ლიდერი კი მეოთხე ტურის შემდეგ თბილისის „მერანი“ გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ „ზუგდიდი“ დაამარცხა - 3:0.
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის „შევარდენმა“, რომელმაც ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია - 6:2. მასპინძელთა შორის ლეგიონერები, ჩუმაკი და ბატალსკი გამოირჩნენ, რომლემბმაც ორ-ორჯერ დაამწუხრეს ფოთელები.
სეზონი მძიმედ დაიწყო ლანჩხუთის „გურიასთვის“, რომელმაც მორიგი უფერული მატჩი საკუთარ მოედანზე „გაგრასთან“ ჩაატარა, 0:2 წააგო და სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურს თავი კვლავ ვერ დააღწია.
„თელავი“ – „სამტრედია“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 კერძევაძე (51), 1:1 რუხაძე(58)
„გურია“ – „გაგრა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 შალამბერიძე (32), 0:2 მეტრეველი (65)
„შევარდენი“ – „კოლხეთი“ 6:2 (2:0)
გოლები: 1:0 ჩუმაკი (24, პენ), 2:0 ჩუმაკი (33), 2:1 გოროზია (48), 3:1 ბატალსკი (56), 4:1 ბატალსკი (63), 5:1 ივანიაძე (73), 5:2 ხორხელი (85), 6:2 მაიდანევიჩი (90)
„ზუგდიდი“ – „მერანი“ (თბ) 0:3 (0:0)
გოლები: 0:1 დეისაძე (76), 0:2 დეისაძე (85), 0:3 ჩუკვურა (90)
„ცხინვალი“ – „შუქურა“ 2:1 (1:1)
გოლები: 0:1 ჩელებაძე (11), 1:1 სიჭინავა (45), 2:1 ქურდაძე (49)