ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ აპირებს. Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, პსჟ ვეტერან იტალიელ მეკარეს ხელშეკრულებას ერთი წლით გაუხანგრძლივებს.
შესაბამისად, ჯიჯი პარიზში 2020 წლის ზაფხულამდ დარჩება და სეზონში 8 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 2 მილიონიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის ბუფონი პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. პარიზელების ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ ფრანგული გუნდი ბუფონს ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებდა, თუმცა როგორც ჩანს, რეალობა სხვაგვარია.