ფეხბურთი

14:50 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსს“ ალდერვეირელდის შეძენა სურს

ტურინის „იუვენტუსი“ „ტოტენჰემის“ ბელგიელი მცველით, ტობი ალდერვეირელდით დაინტერესდა და მზადაა მასში 25 მილიონი გირვანქა (დაახლოებით 29 მილიონი ევრო) გადაიხადოს - წერს Mirror.

ლონდონურმა კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ზაფხულში 30 წლის ბელგიელს შეელიოს და სატრანსფერო თანხაც დაასახელა - 26 მილიონი გირვანქა. გასულ ზაფხულს ალდერვეირელდის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურდა, მაგრამ მაღალი ფასის გამო გადაიფიქრა.

გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულისთვის ორი ცენტრალური მცველის შეძენა გადაუწყვეტია, რათა სერია A-ში მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცოს და ჩემპიონთა ლიგაშიც წარმატებით იასპარეზოს.

0.149913