კატალონიის „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ესპანური ტელევიზიის ეთერში პროვოკაციულ კითხვას, თუ რამდენჯერ ჰქონდა ამ თვეში სექსი, საინტერესოდ უპასუხა.
„რამდენჯერ მქონდა ამ თვეში სექსი? – „რეალთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ითვლება?. რამდენი ფული მაქვს? იმაზე მეტი, ვიდრე "ესპანიოლის" ბიუჯეტია“, - თქვა პიკემ.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ „რეალი“ მადრიდში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორჯერ დაამარცხა.