მაიამის მასტერსის 1/4-ფინალში როჯერ ფედერერმა კევინ ანდერსონი იოლად 6:0, 6:4 დააამარცხა. შეხვედრა საათსა და 26 წუთს გაგრძელდა.
პირველ სეტში უბრალოდ ანდერსონს არაფერი გამოსდიოდა და როჯერიც შესანიშნავად თამაშობდა. მეორე პარტიაში 4:4-ზე ფედერერმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
ურთიერთშეხვედრებში ფედერერი ანდერსონსს 6:1-ს ამარცხებს.
მომდევნო ეტაპზე როჯერი დენის შაპოვალოვს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში ტიაფოე 6:7, 6:4, 6:2 დაამარცხა.
როჯერი და დენისი კარიერაში ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან, მატჩი 30 მარტს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული.