ფეხბურთი

10:52 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ასპილიკუეტა: „კანტე „ჩელსის“ ყველაზე სასაცილო კაცია“

„ჩელსის“ მცველმა, სესარ ასპილიკუეტამ, ჟურნალისტებს თავისი თანაგუნდელბის შესახებ უამბო და უთხრა, რომ გუნდში ყველაზე სასაცილო ტიპაჟი ნგოლო კანტეა.

„ვერ გეტყვით, ვინ უფრო ხუმარაა, მაგრამ ყველაზე სასაცილო ნგოლო კანტეა. მას ყოველთვის რაღაც კურიოზები ემართება, ყვება რა გააკეთა სახლში ან რა დაავიწყდა, სად დააგვიანდა. ხანდახან უსმენ მას და შენც იცინი, რადგან ვერ წარმოგიდგენია, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა.

ყველაზე უთქმელი კი რუბენ ლოფტუს-ჩიკია. მას დიდი ხანია ვიცნობ, 17 წლიდან ვარჯიშობს ჩვენთან, თუმცა დღემდე ძალიან მოკრძალებულია. არასოდეს საუბრობს ხმამაღლა.

ანტონიო რიუდიგერი კი გუნდში ყველაზე ხმაურიანია. მისი ხმა ყველგან ისმის. გასახდელშია თუ სხვაგან, ყოველთვის იცი, სად არის.“ - უთხრა ასპილიკუეტამ კლუბის პრესსამსახურს.

0.115587