„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი, კლუბთან სრულფასოვანი, სამწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტი გახდა პრემიერლიგაში.
The Sun-ის ინფორმაციით, ნორვეგიელი სპეციალისტის წლიური ჯამაგირი 8,7 მილიონ ევროს შეადგენს, რაც მესამე მაჩვენებელია პრემიერლიგაში. მასზე მეტი მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელს, ხოსეპ გვარდიოლას (17,5 მილიონი ევრო) და „ტოტენჰემის“ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს (10 მილიონი) აქვთ.
ცოტა ნაკლებს გამოიმუშავებენ „ლივერპულის“ იურგენ კლოპი (8,2), „არსენალის“ უნაი ემერი (7) და „ჩელსის“ მაურიციო სარი (6).
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედში“ სოლსკიაერის წინამორბედის, ჟოზე მოურინიუს ანაზღაურება წელიწადში 17, 5 მილიონ ევროს შეადგენდა.