ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ბოლქვაძემ იტალიელი კლაუდია ჯიოვინე 6:0, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში ესპანელ ოლგა საეზ ლარას ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი რუმინელებს – ბულგარუსა და დასკალუს გაეჯიბრებიან.