სხვა

15:02 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატის ლოგო შერჩეულია

28 მარტს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა 17-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ნაკრებისა და შეჯიბრების ლოგოს პრეზენტაცია.

ევროპის ჩემპიონატი 3-11 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყანა: სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი, ლატვია და საქართველო.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ლაშა ბაშარული. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში ქალთა სპორტის განვითარებისა და დიდი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების მნიშვნელობას.

დარბაზში განთავსებულ სტენდებზე წარმოდგენილი იყო 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს კონკურსში მონაწილე 51 ავტორის ნაშრომი, რომელთაგან საგანგებო კომისიამ გამოავლინა გამარჯვებული. რჩეული ლოგოს ავტორი გახლავთ თეონა ოთხოზორია, რომლის კომპოზიციაშიც სიტყვა საქართველოში შემავალი სამი ქართული ასოსგან გამოკვეთილი ხელბურთელი გოგონას ორიგინალური ფიგურა იპყრობს ყურადღებას.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ. 3-11 აგვისტო, თბილისი

A ჯგუფი: სერბეთი, ბულგარეთი, უკრაინა, ფარერები, საბერძნეთი

B ჯგუფი: ლიტვა, ფინეთი, შვეიცარია, საქართველო, ლატვია

3 აგვისტო: ლიტვა - საქართველო, 4 აგვისტო: საქართველო - ფინეთი

5 აგვისტო: საქართველო - ლატვია, 8 აგვისტო: შვეიცარია - საქართველო

10 აგვისტო: ნახევარფინალი, 11 აგვისტო, ფინალი

0.115507