ფეხბურთი

13:53 | 28.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ სოლსკიაერს სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

28 მარტს, შუადღისას, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოლე გუნარ სოლსკიაერთან ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა. ხელშეკრულება სამწლიანია და თითოეულ სეზონში ნორვეგიელი სპეციალისტი ჯამაგირად 7 მილიონ გირვანქას მიიღებს - გვამცნობს Daily Mail.

სოლსკიაერმა „იუნაიტედი“ გასულ დეკემბერს ჩაიბარა და 19 მატჩში 14-ჯერ გაამარჯვებინა.

„აქ მოსვლის პირველივე დღიდან ძლიან შინაურულად მაგრძნობინეს თავი. ჩემთვის დიდი პატივი იყო „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში, ახლა კი სამწვრთნელო კარიერის დაწყება. ბოლო თვეები ფანტასტიკური გამოცდილება იყო და მინდა ყველას, მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პერსონალს და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო.

ამ სამსახურზე ყოველთვის ვოცნებობდი და ჩინებულია, რომ ხანგრძლივად მეძლევა მუშაობის საშუალება.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.11438