ჩოგბურთი

23:45 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წყვილებშიც იმარჯვა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ბრაზილიური კამპინასის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადის კვალად, წყვილებშიც წარმატებული სტარტი აიღო.

გორგოძე და ხორვატი ტერეზა მრდეზა შეჯიბრში მე-3 განთესვით ჩაებნენ და ბრაზილიელები დე ბრიტო და გალვაო იოლად - 6:0, 6:1 დაამარცხეს. ეკო და ტერეზა მეოთხედფინალში ჩილელ გატიკასა და ბრაზილიელ პერეირას ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ბადეში გორგოძემ ბრაზილიელ სეს 6:1, 6:4 სძლია და მერვედფინალში იტალიელ გრიმალსკასთან ჭიდილი ელის.

0.117372