18 წლის ქართველი ჩოგბურთელი ანა მაქაცარია ტუნისურ ტაბარკაში დაწყებულ 15-ათასიან ტურნირში ჩაერთო და პირველ წრეში ნორვეგიელ მალენ ჰელგოსთან 5:7, 2:6 დამარცხდა.
წყვილთა შეჯიბრში მაქაცარიასა და დანიელ ოლგა ჰელმის მეტოქეებად მე-2 ნომრად განთესილი იტალიელები კამილა სკალა და მარტინა სპიგარელი ჰყავდათ. თამაში დღეს 1:1-ზე შეწყდა და ხვალ გაგრძელდება.