ჩოგბურთი

18:23 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფრანგულ ტურნირს დაემშვიდობა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფრანგულ კროისი-ბობურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარი) გამოეთიშა.

შაფათავა და თურქი პემრა ოზგენი წყვილთა თანრიგის საწყის რაუნდში სლოვაკ რებეკა სრამკოვასა და ბულგარელ იულია ტერზისკას გაეჯიბრნენ და 3:6, 2:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ერთეულთა ბადის კვალიფიკაციაში სოფო მე-6 ნომრად განთესილ უნგრელ დალმა გალფისთან 6:2, 1:6, 9:11 დამარცხდა.

0.116455