ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ წარმატებული სტარტი აიღო ბრაზილიურ კამპინასში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ ბრაზილიელი გაბრიელა სე 6:1, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში იტალიელ ანასტასია გრიმალსკასთან ჭიდილი ელის.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და ხორვატი ტერეზა მრდეზა (მე-3 განთესვა) ბრაზილიელებს – დე ბრიტო ფრანსისკოსა და გალვაო ბორხესს ეთამაშებიან.