საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე დღე წარუმატებული გამოდგა თეთრი ფიგურებით მოთამაშე მონაწილეებისათვის. 6-დან 5 შეხვედრა შავების გამარჯვებით დასრულდა, მხოლოდ ერთ პარტიაში შესძლეს თეთრებმა თავის გადარჩენა.
გაიმარჯვა და 6 ქულით ლიდერობა შეინარჩუნა ასპარეზობის ერთპიროვნულმა ლიდერმა მერი არაბიძემ. მას 5,5 ქულით ფეხდაფეხ მიჰყვება მირანდა მიქაძე. 5 ქულით მესამე ადგილზეა ნინო ხომერიკი.
მეშვიდე ტურის შედეგები:
მაკა ფურცელაძე (2282) 0:1 სალომე მელია (2385)
ნინო ხომერიკი (2347) ½:½ სოფიო გვეტაძე (2321)
ინგა ხურცილავა (2234) 0:1 თამარ წერეთელი (2315)
ქეთი წაწალაშვილი (2326) 0:1 სოფიკო ხუხაშვილი (2342)
თამარ ესაძე (2078) 0:1 მირანდა მიქაძე (2266)
ალექსანდრა ვახანია (2175) 0:1 მერი არაბიძე (2392)
მერვე ტურის შეხვედრები:
მელია - არაბიძე
მიქაძე - ვახანია
ხუხაშვილი - ესაძე
წერეთელი - წაწალაშვილი
გვეტაძე - ხურცილავა
ფურცელაძე - ხომერიკი
სატურნირო მდგომარეობა:
I ადგილი - არაბიძე - 6 ქულა;
II ადგილი - მიქაძე - 5,5 ქულა;
III ადგილი - ხომერიკი - 5 ქულა;
IV ადგილი - მელია - 4,5 ქულა;
V-VII ადგილი - გვეტაძე, ხუხაშვილი, წერეთელი - 4 ქულა;
VIII ადგილი - წაწალაშვილი -3,5 ქულა;
IX ადგილი - ფურცელაძე - 2 ქულა;
X-XI ადგილი - ხურცილავა, ვახანია - 1,5 ქულა.
XII ადგილი - ესაძე - 0,5 ქულა.
ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.
ადგ. | პრიზი |
1 | 5500 ლარი |
2 | 4500 ლარი |
3 | 3500 ლარი |
4 | 2500 ლარი |
5 | 1500 ლარი |
I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;
I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.