კალათბურთი

11:23 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას „დეტროიტი“ დენვერში დამარცხდა

ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია „დეტროიტმა“, რომელმაც გასვლაზე „დენვერთან“ 95:92 წააგო. ზაზა ფაჩულიამ ხუთი წუთი ითამაშა, რა დროშიც გუნდს ორი ქულა და ამდენივე მოხსნა შესძინა. ფაჩულიამ ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზევე „დენვერი“ დაწინაურდა და მთელი შეხვედრა მიჩიგანელები მდევრის როლში იყვნენ. ნიკოლა იოკიჩმა გუნდს 23 ქულა და 15 მოხსნა შესძინა. „დეტროიტში“ 29 ქულით და 15 მოხსნით გრიფინი გამოირჩა.

„დეტროიტი“ 37 მოგებით და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები შინ „ორლანდოს“ დაუპირისპირდებიან, მატჩი 29 მარტს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

0.129026