ფეხბურთი

4:50 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ისინი პრემიერლიგაში თამაშობენ, ჩვენ ყაზახეთსა და პოლონეთში"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან (0:1) დამარცხების შემდეგ ისაუბრა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისი ფეხბურთელები ასეთ დონეზე და პრემიერლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არ არიან...

„ორი თამაში წავაგეთ და ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგი არაა, მაგრამ ჩვენ ვითამაშეთ შვეიცარიისა და ირლანდიის წინააღმდეგ , რომლებიც ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი დანიასთან ერთად.

ვიმუშავებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუკეთესო გუნდებთან უკეთესად ვითამაშოთ. თუმცა განსხვავებულია, როდესაც პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელების წინააღმდეგ გიწევს თამაში და ჩვენი ფეხბურთელები პოლონეთსა და ყაზახეთში თამაშობენ. მეტოქეები ასეთ დონეს შეჩვეულები არიან, ხოლო ჩვენი ფეხბურთელები არა.

ის დრო, როდესაც ქართველი ფეხბურთელები ინგლისისა და იტალიის დიდ გუნდებში თამაშობდნენ, წარსულში დარჩა“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორი ტური შემდეგ ქულა არ მოუპოვებია, ხოლო მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში, გიბრალტარის ნაკრებთან გამართავს.

0.124981