ფეხბურთი

18:22 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტაბიძე ერთი კვირა იუქმებს

საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე, რუსეთის პრემიერლიგის დამდეგ ტურში მოსკოვის ცსკა-სთან ვერ ითამაშებს. „უფას“ ფეხბურთელმა საქართველო - შვეიცარიის მატჩის 24-ე წუთზე ფაბიან შართან შეჯახებისას ტვინის შერყევა მიიღო.

შედეგად, ტაბიძემ ეროვნული ნაკრები დატოვა და გუნდს ირლანდიაშიც ვერ გაჰყვა. „უფას“ პრესსამსახურის წარმომადგენელი სერგეი ტირტიშნი Sport-express-ს ესაუბრა ქართველი მცველის ტრავმაზე:

„ჩვენ დავუკავშირდით მას და ტვინის შერყევა აქვს. ამ კვირაში ვერ ივარჯიშებს და შესაბამისად, ამის შემდეგ დაუბრუნდება გუნდს“, - განაცხადა ტირტიშნიმ.

შეგახსენებთ, რომ ტაბიძემ მიმდინარე სეზონში „უფას“ რიგებში 19 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. შვეიცარიასთან კი მოედანზე 60 წუთის განმავლობაში იყო და ტრავმის გამო თამაში ვერ გააგრძელა.

0.113993