ფეხბურთი

10:51 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟირუმ ტრეზეგეს გადაუსწრო

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ, ისლანდიასთან ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში (4:0), 68-ე წუთზე გამოიჩინა თავი. ამისდაკვალად, ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 35 გოლი მოგროვდა.

ამ მაჩვენებლით ჟირუმ ლეგენდარულ დავიდ ტრეზეგეს გადაუსწრო. მასზე მეტი ახლა „სამფეროვანთა“ ისტორიაში მხოლოდ მიშელ პლატინის და ტიერი ანრის გაუტანიათ.

32 წლის „ჩელსის“ შემტევი, ფრანგთა ეროვნულ გუნდში 2011 წლიდან თამაშობს და ამ 35 გოლის გასატანად 89 მატჩში მონაწილეობა დასჭირდა.

0.126716