ფეხბურთი

2:29 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისი შეუჩერებელია, საფრანგეთი ვარჯიშობს, ლუქსემბურგთან ხუმრობა საშიშია

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გრძელდება. მეორე ტურის მატჩები ამჯერად სამ ქვეჯგუფიში გაიმართა და ორგან აშკარა ლიდერიც გამოიკვეთა.

A ჯგუფში ინგლისის ნაკრებს ბადალი არ ეყოლება. გარეთ საუთგეიტის გუნდმა ბრწყინვალედ დაიწყო შესარჩევი ციკლი, პირველ ტურში ჩეხეთი გააცამტვერა (5:0) და ახლა პოდგორიცაში მონტენეგროსაც არ დააყარა ნაკლები დღე. არადა, მასპინძლები დაწინაურდნენ და თითქოს ბრძოლაც უნდა გაემართათ მრისხანე მეტოქისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ. 30-ე წუთიდან ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროელთა რბევას მიჰყო ხელი და საქმე ბოლომდე მიიყვანა. როს ბარკლი დუბლით გამოირჩა, მაიკლ კინმა და ჰარი კეინმაც გაიტანეს, ხოლო მასპინძელთა განადგურებას წერტილი რაჰიმ სტერლინგმა დაუსვა. მოკლედ, ინგლისს 6 ქულა აქვს (ბურთების ბალანსი, 10:1-თან) და ნათელია, რომ ამ ჯგუფიდან კვალიფიცირება არ გაუჭირდება.

ჯგუფის მეორე მატჩში კი გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ბულგარეთმა სტუმრად კოსოვოს ერთი ტაიმი მოუგო, მაგრამ თამაში - ვერ. მეორე ნახევარში ძენელიმ გაათანაბრა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ორი ტურის თავზე ამ ჯგუფში გამარჯვებას მხოლოდ ინგლისი ახერხებს.

B ჯგუფში ლუქსემბურგის ნაკრებს წამები დააკლდა, რომ ორი ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო. წინა ტურში ამ ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა და ამჯერად უკრაინის ნაკრებს ძალიან მაგარი ბრძოლა გაუმართა. უგებდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ წააგო. ანდრეი შევჩენკოს გუნდმა გამარჯვება ბოლო წუთზე როდრიგესის ავტოგოლით მოახერხა. არადა, ეს თამაში ლუქსემბურგს რომ არ წაეგო, 4 ქულით პირველ ადგილზე იქნებოდა, ახლა კი უკრაინაა ლიდერი ამავე შედეგით. თავად მეორე საფეხურზეა, სერბეთსა და პორტუგალიას უსწრებს. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია - ლუქსემბურგთან ხუმრობა აღარ შეიძლება და არც ისეთი მაჩანჩალაა, როგორც ერთ დროს...

აი, პორტუგალიამ მიჯრით მეორე თამაში ვერ მოიგო და ისევ ფრე, ისევ შინაურ „და ლუჟზე“. სერბეთი ლისაბონში დუშან ტადიჩის პენალტით დაწინაურდა, მაგრამ დანილომ ულამაზესი გოლით ტაიმის ბოლო გაათანაბრა და მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. პორტუგალიას კრიშტიანუ რონალდუ დაუშავდა, რომელმაც 30-ე წუთზე შეცვლა კუნთის დაზიანების გამო მოითხოვა. ეს ამბავი ახლა ლუზიტანელებზე მეტად „იუვენტუსს“ უნა აფიქრებდეს, რომელსაც წინ ჩემპიონთა ლიგაზე გადამწყვეტი ბრძოლები ელოდება. ყველაფერს სამედიცინო გამოკვლევა გამოაჩენს.

H ჯგუფს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს - საფრანგეთის ნაკრები. მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა ისლანდიას უმასპინძლა და კუნძულელები კარგა ხანს უძალიანდებოდნენ გაცილებით ძლიერ მეტოქეს, მაგრამ ბოლოსკენ ვერაფერ გააწყვეს - 4:0. „მამლები“ უდანაკარგოდ თამაშობენ და წესით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა დიდ სირთულესთან არ უნდა ასოცირდებოდეს.

ასევე უდანაკაგოა თურქეთის ნაკრემა, რომელმაც ანალოგიურად 4:0 იმარჯვა შინ მოლდოვასთან. ალბანეთმა კი, პირველი სამი ქულა მას შემდეგ მიითვალა, რაც ანდორაში ადგილობრივი ნაკრები დაამარცხა.

A ჯგუფი

კოსოვო - ბულგარეთი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ბოჟიკოვი (39), 1:1 ზენელი (61)

მონტენეგრო - ინგლისი 1:5 (1:2)

გოლები: 1:0 ვესოვიჩი (17), 1:1 კინი (30), 1:2 ბარკლი (39), 1:3 ბარკლი (59), 1:4 კეინი (71), 1:5 სტერლინგი (81)

ჩეხეთმა მეორე ტური გამოტოვა

1. ინგლისი 2 2 0 0 10:1 6
2. ბულგარეთი 2 0 2 0 2:2 2
3. კოსოვო 1 0 1 0 1:1 1
4. მონტენეგრო 2 0 1 1 2:6 1
5. ჩეხეთი 1 0 0 1 0:5 0

B ჯგუფი

პორტუგალია - სერბეთი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ტადიჩი (7, პენ), 1:1 დანილო (42)

ლუქსემბურგი - უკრაინა 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ტურპელი (34), 1:1 ციგანკოვი (40), 1:2 როდრიგესი (90, ა.გ)

ლიეტუვამ მეორე ტური გამოტოვა

1. უკრაინა 2 1 1 0 2:1 4
2. ლუქსემბურგი 2 1 0 1 3:3 3
3. პორტუგალია 2 0 2 0 1:1 2
4. სერბეთი 1 0 1 0 1:1 1
5. ლიეტუვა 1 0 0 1 1:2 0

H ჯგუფი

თურქეთი - მოლდოვა 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ალი კალდირიმი (24), 2:0 თოსუნი (26), 3:0 თოსუნი (53), 4:0 აიჰანი (70)

ანდორა - ალბანეთი 0:3 (0:1)

გოლი: 0:1 სადიკუ (21), 0:2 ბალაი (87), 0:3 აბრაში (90)

საფრანგეთი - ისლანდია 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 უმტიტი (12), 2:0 ჟირუ (68), 3:0 მბაპე (78), 4:0 გრიზმანი (84)

1. საფრანგეთი 2 2 0 0 8:1 6
2. თურქეთი 2 2 0 0 6:0 6
3. ალბანეთი 2 1 0 1 3:2 3
4. ისლანდია 2 1 0 1 2:4 3
5. ანდორა 2 0 0 2 0:5 0
6. მოლდოვა 2 0 0 2 1:8 0
0.313189