ფეხბურთი

1:23 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" წინადადება პსჟ-ს: 280 მილიონი მბაპეს სანაცვლოდ

მადრიდის „რეალის“ მთავარი სამიზნე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პსჟ-ს თავდამსხმელი კილიან მბაპე იქნება. France Football-ის ცნობით, „სამეფო კლუბში“ დაბრუნებულ ზინედინ ზიდანისთვის თანამემამულე პირველი სამიზნეა.

როგორც ფრანგული გამოცემა წერს, მადრიდელებს საოცარი წინადადება მზად აქვთ - 280 მილიონი ევრო პარიზელებს მბაპეს სანაცვლოდ.

„რეალს“ ფრანგის შეძენის მცდელობა 2017 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელმა პსჟ-ში გადასვლა ამჯობინა. მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ ყველა ტურნირის ჩათვლით 35 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი მიითვალა.

0.116919