კალათბურთი

19:50 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძის 4 ქულა და 5 მოხსნა იტალიაში

გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” სერია A2-ს 26-ე ტურში “მანტოვას” უმასპინძლა და 62:77 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიგამ 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
კალიარელები 8 მოგებითა და 18 მარცხით მე-13 ადგილზე რჩებიან, მომდევნო შეხვედრას კი 31 მარტს, შინ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “პიაჩენცასთან” ჩაატარებენ.

0.11368