მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სანაკრებო პაუზა უქმად არ გაატარა და ამხანაგური მატჩი „უფას“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრაც მეგობრული შედეგით, 2:2 დასრულდა.
„ლოკომოტივიდან“ სოლომონ კვირკველია, ხოლო „უფადან“ ჯიმი ტაბიძე საქართველოს ნაკრებში არიან, მაგრამ „რკინიგზელების“ მეორე ჩვენებური, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე იყო და გოლიც გაიტანა.
ნიჭიერმა ქართველმა შემტევმა 81 წუთი ითამაშა და 70-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:2 აგებდა, ანგარიშის სხვაობაც შეამცირა. მერე კი, „ლოკომ“ წონასწორობაც აღადგინა ჟემალეტდინოვის გოლით.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ ცოტა ხნის წინ გადავიდა და რუსეთის პრემიერლიგაში დებიუტი უკვე ჰქონდა.