ჩოგბურთი

11:50 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი 18 წლის კანადელს დაუპირისპირდება

მაიამის მასტერსის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ოჟე-ალიასიმეს დაუპირისპირდება.

1/16-ფინალში კანადელმა კარგ ფორმაში მყოფ ჰურკაჩს 7:6, 6:4 სძლია.

ოჟე-ალიასიმე ამჟამად რეიტინგში 57-ე ნომერია და ყველაზე ახლაგაზრდა მოთამაშეა, რომელიც ATP-ის ასეულში იმყოფება.

კანადელმა ინდიან უელსის მასტერზე სტეფანოს ციციპასი 6:4, 6:2 დაამარცხა. მაიამიში კი ლუკა ვანს, ლორენცის, რუდს, ფუსკევიჩს და ჰურკაჩს აჯობა, აქედან გამომდინარე წესით ნიკას ძალიან მძიმე შეხვედრა ელის.

18 წლის ჩოგბურთელს კარიერის მანძილზე ოთხი ჩელენჯერის ტურნირი აქვს მოგებული.

ბასილაშვილი და ოჟე-ალიასიმე ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩი 26 მარტს გაიმართება.

0.119599