საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აქტიური ფეხბურთიდან უახლოეს პერიოდში წასული ფეხბურთელები ნუკრი რევიშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე და ოთარ მარცვალაძე სამახსოვრო პრიზებით დაასაჩუქრა.
ოთხივე ფებურთელის გაცილება საქართველოსა და შვეიცარიის მატჩის დაწყებამდე შედგა. მათ ეროვნული ნაკრების მაისურები გადაეცათ და სპეციალური პრიზი, რომელზეც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობა ამშვენებდა.
ნუკრი რევიშვილმა საქართველოს ნაკრებში 2005-2018 წლებში 32 მატჩი ჩაატარა, ლაშა სალუქვაძემ 2004-2015 წლებში 38 მატჩში 1 გოლი გაიტანა, უჩა ლობჟანიძემ 2008-2018 წლებში 54 შეხვედრაში თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო ოთარ მარცვალაძემ 2006-2014 წლებში 22 თამაშში 2 გოლი გაიტანა.