უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდა მსოფლიო თასი ხმლით გუნდურ ფარიკაობაში. შეჯიბრში 29 გუნდი, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ვაჟა რეჭია) ჩაება და საბოლოოდ, ასპარეზობა ათეულში დაასრულა.
ქართველი მოფარიკავეებმა პირველ შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრები 45:32 დაამარცხეს, შემდეგ კი რუსეთთან 38:45 წააგეს და ბრძოლა მე-9-16 ადგილებისთვის განაგრძეს. ახალ ეტაპზე ქართველებმა კანადას 45:38 სძლიეს და მე-9-12 ადგილებისთვის შეხვედრაში ჩინეთი 45:44 დაამარცხეს, მეცხრე-მეათე პოზიციებისთვის კი რუმინეთს ვერ გაუმკლავდნენ (38:45) და საბოლოოდ, მე-10 საფეხური ერგოთ.