ფეხბურთი

12:37 | 24.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარმა "რეალთან" შეთანხმება უარყო

ლონდონის "ჩელსის" და ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ედენ აზარმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

"ეს ყველაფერი ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე ფოკუსირებული ეროვნულ ნაკრებზე ვარ და სხვა არაფერზე ვფიქრობ." - ციტირებს Sky Sports-ი ედენის სიტყვებს.

აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს უმთავრდება. ბრიტანული მედია იუწყება, რომ "სამეფო კლუბმა" "არისტოკრატებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო შესთავაზა.

0.11551