ფეხბურთი

22:53 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "სამწუხარო რეალობაა - მეტოქემ გვაჯობა"

საქართველოს ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ განაცხადა, რომ შვეიცარიის ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა. ქართველი ფეხბურთელის თქმით, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მეტოქემ საქართველოს აჯობა.

„პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში შვეიცარიამ აშკარად გვაჯობა და ეს სამწუხარო რეალობაა. მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, მარცხენა მცველის პოზიცია ჩემი არაა და რაც შემეძლო ის გავაკეთე. მე პირადად ფიზიკურად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და 90 წუთის გარდა ერთი ტაიმის თამაშიც შემიძლია.

ირლანდია? - ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 26 მარტს, სტუმრად ირლანდიასთან გამართავს.

0.132508