ფეხბურთი

17:13 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - შვეიცარია: ძირითადი შემადგენლობები ცნობილია

დღეს, საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს. "ჯვაროსნები" პირველ შეხვედრას "დინამო არენაზე" შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

უკვე ცნობილია, როგორც ვლადიმირ ვაისის, ისე ვლადიმირ პეტკოვიჩის არჩევანი და გუნდების სასტარტო შემადგენლობა შემდეგნაირია:

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ტაბიძე; კვევესკირი, კანკავა; ყაზაიშვილი, გვილია, ანანიძე; ქვილითაია

შვეიცარია (4-4-1-1): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, აკანჯი, როდრიგესი; ემბოლო, ზაკარია, ჯაკა, ფროილერი; ცუბერი; გავრანოვიჩი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი (ინგლისი)

0.118