ბათუმში მიმდინარე 17 წლამდე ჭაბუკ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე დღეს ფიცარნაგზე პირველები 67 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გავიდნენ. ასპარეზობაზე პრიზიორები გამოვლინდნენ, ხოლო 15 წლამდელთა შორის საქართველოს 5 რეკორდიც დამყარდა.
ქუთაისელმა თორნიკე ლომთაძემ ატაცში თავი 93 კილოგრამს გაართვა, რაც საქართველოს რეკორდს 1 კილოგრამით აღემატება. თორნიკემ რეკორდი აკვრაშიც დაამყარა 116 კილოგრამის დაძლევით და საქართველოს რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა, ამის შემდეგ კი საკუთარი რეკორდი მოხსნა და 118 კილოგრამი დაძლია. სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდის ჯამიც, სადაც თავიდან 209 კილოგრამი მოაგროვა და ორი კილოგრამით გადააჭარბა სარეკორდო ზღვარს, საბოლოოდ კი საკუთარი რეკორდი მოხსნა 211 კილოგრამის დაძლევით.
67 კგ.
1. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) - 110, 130, 240
2. სანდრო ღარიბაშვილი (დუშეთი) - 103, 123, 226
3. მალხაზ გორგოშაძე (აჭარა) - 90, 122, 212
73 კგ.
1. საბა ასანიძე (თბილისი) - 104, 145, 249
2. ნიკა ჭიჭინაძე (ზუგდიდი-აფხაზეთი) - 105, 135, 240
3. ბონდო კილაძე (ხაშური ო.ცენტრი) - 107, 132, 239
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში გურამ ვეკუამ საერთო ჯამში 6 რეკორდი დაამყარა, აქედან - 2 ატაცში, 2 - აკვრაში და 2 - ორჭიდში. ვეკუას ორჭიდის მაჩვენებელი წინა შედეგს 21 კილოგრამით აღემატება.
81 კგ.
1. მანუჩარ გოგოხია (ზუგდიდი ო.ცენტრი) - 130, 155, 285
2. ლუკა ოჩიგავა (თბილისი) - 110, 135, 245
3. გურამ ვეკუა (ზუგდუდი ო.ცენტრი) - 106, 129, 235
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური