ფეხბურთი

12:45 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო-შვეიცარიის მატჩზე 41 537 ბილეთია გაყიდული

საქართველოსა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებთა მატჩზე უკვე 41 537 ბილეთია გაყიდული. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის შეგირდები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში ერთვებიან, მეტოქედ კი მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი გუნდი ეყოლებათ.

საქართველო-შვეიცარიის შერკინება "დინამო არენაზე" 18:00 საათზე დაიწყება, სტადიონის კარი კი 16:00 საათზე გაიღება.

0.063868