ფეხბურთი

11:18 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

2010 წლის შემდეგ პირველი ინგლისური ჰეთ-თრიქი "უემბლიზე"

ინგლისის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წარმატებულად დაიწყო და ჩეხეთი პირველივე შეხვედრაში 5:0 გაანადგურა. მატჩის გმირი რაჰიმ სტერლინგი იყო, რომელმაც სამი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ სტერლინგი ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი ფეხბურთელი გამოდგა, რომელმაც ინგლისის ნაკრების მაისურით „უემბლიზე“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

ბოლოს მსგავსი ფაქტი 2010 წლის 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც ინგლისმა ბულგარეთი 4:0 დაამარცხა, ხოლო სამი გოლი ჯერმეინ დეფომ ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

0.114835