ფეხბურთი

15:00 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

განდეგილი კარიუსი

სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მეკარე ლორის კარიუსი „ლივერპულში“ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ინგლისურ გუნდში სხვაგვარად ფიქრობენ.

მოგეხსენებათ, კარიუსი „ბეშიქთაშში“ იჯარით თამაშობს და „წითლებს“ მიმართა, რომ საიჯარო ხელშეკრულება ვადაზე ადრე გაეწყვიტათ, მაგრამ გუნდისგან უარი მიიღო. გერმანელი მეკარის თამაშით თურქულ გუნდშიც უკმაყოფილინო არიან და თავად ფეხბურთელიც არაა ბედნიერი, რადგან „არწივებს“ ფინანსური კრიზისი აქვთ.

მიუხედავად კარიუსის თხოვნისა, სტამბოლურ გუნდში თამაში მაინც მოუწევს. საგულისხმოა, რომ გერმანელი კარის დარაჯი „ბეშიქთაშში“ იჯარით 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლორის კარიუსი კომიკური გოლების გაშვებით გახდა ცნობილი და არც მიმდინარე სეზონში დავიწყებია შეცდომების დაშვება.

0.111277