რუმინეთის ხელბურთის ეროვნულ ლიგაში ირაკლი ჩიქოვანის გუნდმა კონსტანცამ შინ 38-27 დაამარცხა შოთა თევზაძის ფოჩანი, საქმეს კი ისეთი პირი უჩანს რომ ქართველების გუნდები პლეიოფის პირველივე წრეში შეხვდებიან ერთმანეთს.
ფოჩანიმ პლეიოფში გასვლა წინა ტურში გაინაღდა, როდესაც შინ 32-27 დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ბაია მარე და მერვე ადგილზე გასვლა გაინაღდა. კონსტანცა პირველზეა და რეგულარული სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 4 ქულით უსწრებს უხლოეს მდევარს, CSM ბუკურეშტის, რომელსაც მომდევნო ტურში ესტუმრება. თუ გუნდმა პირველი ადგილი შეინარჩუნა, მაშინ მეოთხედფინალში, ორ მოგებამდე, კონსტანცა და ფოჩანი ერთმანეთში ითამაშებენ.
რაც ეეხება „ქართულ დერბის“, ჩიქოვანმა ამ მატჩში 4 გოლი გაიტანა და სულ ჩემპიონატში 80 ბურთი აქვს გატანილი. დღეს კონსტანცას უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს EHF თასზე, დანიის ჰოლსტებროსთან და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში გასვლის ძალიან კარგი შანსი ექნება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი 20 საათიდან შეგიძლიათ ნახოთ აქ: 20:00 კონსტანცა-ჰოლსტებრო
https://www.ehftv.com/int/livestream/hc-dobrogea-sud-constanta-tth-holstebro/1491219
რუმინეთის ეროვნული ლიგა. 24/26 ტურის შემდეგ. 1. კონსტანცა 60 ქულა - 2. CSM ბუკურეშტი 56 - 3. დინამო ბუკურეშტი 51 - 4. კელერაში 48 - 5. სტიაუა 41 - 6. პოტაისა ტურდა 46 – 7. ტიმიშოარა 46 - 8. ფოჩანი 37 --- 9. ბაია მარე 30 – 10. სუჩავა 20 – 11. ბუზაუ 18 - 12. ფეგერაში 17 – 12. ბაკეუ 12 – 14. კლუჟი 0