სხვა

2:17 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარდალეიშვილი და ბექა ბაზაძე საუკეთესო 64-ში მოხვდნენ

უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე “Gerevich‐Kovács‐Kárpáti“ საუკეთესო 64 მოფარიკავე გამოვლინდა, რომლებიც მედლებისათვის განაგრძობენ ბრძოლას. მათ შორის ორი ქართველია.

მიხეილ მარდალეიშვილი, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგით მოიპოვა ადგილი საუკეთესოთა შორის და ბექა ბაზაძე. ბექამ პლეი-ოფში ჯერ რუსი ვასილი შირშოვი 15-11, შემდეგ კი კუვეიტელი იუსეფ ალშამლანი 15-14 დაამარცხა.
T64-ში მიხეილ მარდალეიშვილი ეგვიპტელ მოჰამედ ამერს საქართველოს დროით 14:30 შეხვდება, შემდეგ კი იმავე ბილიკზე ბექა ბაზაძისა და სამხრეთ კორეელი, მსოფლიო რეტინგის მე-2 ნომრის, ბონგილ გუს დაპირისპირება გაიმართება.
ბრძოლის გასაგრძელებლად თითო გამარჯვება დააკლდათ სანდრო ბაზაძეს (ლიუბოსლავ ბურნევი-ბულგარეთი 15-10, კენტა ტოკუნანი-იაპონია 14-15), ნიკა შენგელიას (ლეონ შლაფერი-გერმანია 15-12, ტომ საიტცი-საფრანგეთი 3-15), და ვაჟა რეჭიას (ზიად ელსისი-ეგვიპტე 15-9, კონსტანტინ ლოხანოვი-რუსეთი 4-15).

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.119768