სხვა

1:54 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯეიშვილი მსოფლიო თასზე ბრძოლას აგრძელებს

ბელგიის ქალაქ სინტ-ნიკლაასში მიმდინარე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე SGK Ladies World Cup პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა და გაირკვა ის 64 მოფარიკავე, რომლებიც მედლებისათვის იბრძოლებენ.

მათ შორისაა ლიკა ჯიჯეიშვილი, რომელმაც ჯგუფური ეტაპის შემდეგ ორი ბრძოლა მოიგო: ჯერ აზერბაიჯანელი სევილ ბუნიატოვა, შემდეგ კი სამხრეთ კორეელი, მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი, ჯიეონ კიმი 15-11 დაამარცხა.
T64-ში ჯიჯეიშვილი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, 33 წლის რუსს, ორგზის მსოფლიო ჩემპიონს სოფია ველიკაიას, საქართველოს დროით 13:00 შეხვდება.
ერთი ნაბიჯი დააკლდა 64 საუკეთესოს შორის მოსახვედრად თეოდორა კახიანს. პლეი-ოფში თეოდორამ ჯერ თურქ აილინ ჩაკირს 15-11 მოუგო, შემდეგ კი ამავე ანგარიშით იტალიელ ლუსია ლუკარინისთან წააგო.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.117107