სხვა

15:20 | 22.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კახიანი და ჯიჯეიშვილი მსოფლიო თასში ჩაებმებიან

დღეს, ბელგიის ქალაქ სინტ-ნიკლაასში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი SGK Ladies World Cup აიღებს სტარტს.

შეჯიბრში 196 მოფარიკავეა დარეგისტრირებული, საუკეთესო 16 ტურნირში პირდაპირ შაბათს T64-დან ჩაერთვება ბრძოლაში. დანარჩენი 180, მათ შორის თეოდორა კახიანი და ლიკა ჯიჯეიშვილი კი დღეს, საქართველოს დროით 15:30-დან ჯგუფურ ეტაპიდან დაიწყებენ ბრძოლას.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.115298