„მინესოტა ტიმბერვულვის“ გამთამაშებელმა დერეკ როუზმა სეზონი ნაადრევად დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას Fox Sports-ი არცელებს. წყაროს ცნობით, როუზს იდაყვის ტრავმა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციით, როუზთან ერთად „მინეოსტას“ კიდევ ერთი უკანახაზელი ჯეფ ტიგი და ფორვარდი რობერტ კოვინგტონიც გამოაკლდნენ. კოვინგტონს მუხლის ტრავმა აწუხებს. ტიგს ფეხი აქვს დაზინაებული.
„მინესოტას“ 32 მოგება და 40 წაგება აქვს, ხოლო მერვე ადგილზე მყოფ „კლიპერსს“ 42 მოგება და 30 მარცხი, რაც იმას ნიშნავს, რომ „მინესოტას“ პლეი ოფში გასვლის შანსი დაკარგული აქვს.