სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

9:49 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია ვენესუელასთან და მაროკოსთან ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ, კუნთის ტრავმა მიიღო და არგენტინის ნაკრებს ვენესუელასთან და მაროკოსთან ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება - წერია არგენტინის ეროვნული გუნდის ოფიციალურ „ტვიტერზე.“

ვენესუელას „ალბისელესტე“ 22, ხოლო მაროკოს 26 მარტს გაეჯიბრება.

დი მარია არგენტინის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს. ამავე წელს გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ვერცხლის მედალი მოიგო 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე. კოპა ამერიკაზე კი ორჯერ (2015, 2016) დაიკავა მეორე ადგილი.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115582