კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა ფილიპე კოუტინიოს შეელიოს. Calciomercato-ს ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები ბრაზილიელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილნი არ არიან და სასურველ წინადადებას განიხილავენ.
„ბარსა“ კოუტინიოს 85 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს და მზადაა ხსენებული თანხის სანაცვლოდ გაასხვისოს.
ამჟამად სამხრეთ ამერიკელი შემტევით ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იჩენს, ხოლო „ბარსელონასთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფილიპე კოუტინიომ ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.