ფეხბურთი

17:37 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - შვეიცარიას ინგლისელები იმსაჯებენ

საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს შვეიცარიასთან ჩაატარებს. როგორც უეფას ვებგვერდი იტყობინება, აღნიშნულ შეხვედრას ინგლისელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 40 წლის კრეიგ პოუსონი იქნება, ხოლო ასისტენტობას ლი ბეთსი და გარი ბესვიკი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას ენტონი ტეილორი შეასრულებს. პოუსონს აქამდე არც საქართველოს და არც შვეიცარიის ნაკრების მატჩი არ უმსაჯია.

ცნობისთვის, პოუსონი საკმაოდ მკაცრი სტილით მსაჯობს და ყვითელ-წითელი ბარათების ჩვენებას საერთოდაც არ ერიდება.

შეგახსენებთ, საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებთა მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზე“, 18:00 საათზე დაიწყება.

0.120188