ფეხბურთი

18:32 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაბიოს დედა: "ჩემი შვილი პატიმარია"

ადრიენ რაბიოს დედა, ვერონიკა რაბიო თავის შვილს „პარი სენ ჟერმენის“ მძველად მიიჩნევს და ამბობს, რომ პარიზელებმა ის ფაქტობრივად პატიმრად აქციეს.

„ადრიენი პატიმარია, პსჟ-ს მძევალი. ისინი ამბობენ, რომ რაბიომ კონტრაქტს პატივი არ სცა, მაგრამ ავიწყდებათ ის 7 სეზონი, რომელიც მან ამ მაისურით ჩაატარა. ამბობენ, რომ კონტრაქტი სხვა გუნდთან გავაფორმეთ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“, - უთხრა L’Equipe-ს ვერონიკამ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ რაბიო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარის გამო დასაჯა და მთავარი გუნდიდან მოკვეთა. გადაწყვეტილია, რომ ფრანგი ნახევარმცველი ზაფხულში გუნდს დატოვებს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

0.061092