32 წლის ჩეხი ჩოგბურთელი ლუსი საფაროვა კარიერას ასრულებს, აღნიშნულ ინფორმაციას თავად ლუსი ავრცელებს.
საფაროვა კარიერას ტრავმის გამო ასრულებს, მას 2018 წლის შემდეგ აღარ უთამაშია.
საფაროვას ბოლო ტურნირი Prague Open-ი იქნება, რომელიც აპრილის ბოლოს გაიმართება და საშინაო კედლებში კარიერას დაასრულებს.
საფაროვა წყვილთა თანრიგში დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონია. ერთეულთა თანრიგში WTA-ის შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული და 2015 წელს „როლან გაროსის“ ფინალში გავიდა, სადაც სერენა უილიამსთან ბრძოლაში დამარცხდა - 3:6, 7:5, 2:6. 2014 წელს ლუსიმ უიმბლდონის ნახევარფინალში გააღწია.
საფაროვამ ჩოგბურთის თამაშით კარიერაში 12.2 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. რეიტინგში საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს დააფიქსირა, მაშინ ჩეხი მეხუთე ნომერი იყო.