ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მაიამიში იმყოფება, MIAMI OPEN PRESENTED BY ITAU-ზე (საპრიზო ფონდი 9 314 875 დოლარი) ერთეულთა თანრიგის გარდა, ძალებს წყვილთა შეჯიბრშიც მოსინჯავს.
ნიკა მოლდოველ რადუ ალბოტთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ წრეში იაპონურ-ბრიტანულ დუეტს (ბენ მაკლაჰლანი-ნილ სკუპსკი) გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ მასტერსის ერთეულთა ბადეში ბასილაშვილი მე-17 ნომრადაა განთესილი და მე-2 რაუნდში გერმანელ მიშა ზვერევსა და ესპანელი ნიკოლა კუნის ჯახში უმჯობესს ელისს.