ჭადრაკი

14:41 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატში 10 ქართველი მოჭადრაკე ჩაება

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო ვაჟთა შორის ევროპის რიგით მე-20 ინდივიდუალურმა ჩემპიონატმა ჭადრაკში. შეჯიბრში ერთმანეთს 42 ქვეყნის 361 მოჭადრაკე უპირისპირდება. ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად შედგება.

ევროპირველობის საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, ამასთან პირველ 22 ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურებით დაჯილდოვდებიან. ბოლო ტური 30 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

საქართველოს სახელით ჩემპიონატზე ასპარეზობენ:

1. ივან ჩეპარინოვი (2683)

2. ბაადურ ჯობავა (2622)

3. ლევან ფანცულაია (2611)

4. ლუკა პაიჭაძე (2576)

5. დავიდ არუთიანი (2555)

6. გიგა ყუფარაძე (2501)

7. ნოე თუთისანი (2467)

8. ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2465)

9. ნიკოლოზ კაჭარავა (2424)

10. ლუკა ობოლაძე (2340)

პირველი ტურში გამარჯვება იზეიმეს ჯობავამ, ჩეპარინოვმა, პაიჭაძემ, არუთინიანმა, თუთისანმა და პეტრიაშვილმა.

ჩემპიონატის ოფიციალური ვებგვერდი

პარტიების ჩვენება ანალიზით

ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები

0.129879