ევროპის ოლიმპიური კომიტეტები (EOC) და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) EOC-ის ეგიდით მოწყობილ შეჯიბრებებზე აკრძალული პრეპარატების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანდებიან. ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, მოქმედი ანტისადოპინგო სისტემის მონიტორინგი, ასევე ამუშავდება საგანმანათლებლო პროგრამა.
მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე და ბაქოს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე WADA-ს ექსპერტები დამოუკიდებელი დამკვირვებლების როლში იქნებიან. ამასთან, ბელარუსის დედაქალაქში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს თანამშრომლები გააკონტროლებენ დოპინგ-სინჯების აღების პროცესს, შეადგენენ ტესტირების გეგმას. ევროპული თამაშების დასრულების შემდეგ WADA საკუთარ მოხსენებას EOC წარუდგენს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ანტისადოპინგო სისტემის სრულყოფას.
დოპინგის მავნებლობასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია გაჩაღდება ბაქოს ფესტივალზე. მისი მიზანი იქნება ახალგაზრდა სპორტსმენებში სუფთა სპორტის პროპაგანდა.
www.geonoc.org.ge