ფეხბურთი

16:30 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ რონალდუ შესაძლოა დასაჯოს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს საქმის განხილვა უეფამ დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყება ოფიციალურად ავრცელებს.

საქმე ეხება „ატლეტიკოს“ კარში გატანილი მესამე გოლის შემდეგ ნაჩვენებ ჟესტს. სადისციპლინო კომიტეტი მომხდარზე იმსჯელებს და საბოლოო გადაწწყვეტილებას ხუთშაბათს, 21 მარტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ქმედებისთვის მანამდე „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს. თუმცა, არაა გამორიცხული რონალდუს მინიმუმ 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯოს.

0.121032