სხვა

15:15 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოკრივეთა 4 ბრინჯაო

საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრებმა რუსეთის ქალაქ ვლადიკავკაზში დასრულებულ 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 4 ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხეს.

ვაჟთა გუნდიდან კვარცხლბეკზე ნოდარ დარბაიძე (52 კგ.), არტიუშ გომციანი (56 კგ.) და ნიკოლოზ ბეგაძე (91 კგ) ავიდნენ, ოთარ ნავერიანი (64 კგ.), ესკერჰან მადიევი (69 კგ.), გიორგი ხარაბაძე (75 კგ.) და გიორგი ჭიღლაძე (+91 კგ.) კი უმედლოდ დარჩნენ.
გოგონათა გუნდში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავდა და ისიც ბრინჯაოს გამორჩა. ანა ხუნჯუამ (54 კგ.) ნახევარფინალში გასვლა შესძლო, რაც ავტომატურად პრიზიორთა სიაში მოხვედრას ნიშნავდა.

თეგებიკრივი
0.130013