ფეხბურთი

22:17 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" გორის "დილა" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩში ბათუმის "დინამომ" გორის "დილა" მიიღო და 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკოლოზ საბანაძემ 47-ე წუთზე გაიტანა.

ბათუმელებმა თბილისის "დინამოს" დამარცხების შემდეგ ეროვნულ ჩემპიონატში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და ჯერჯერობით ექვსი ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან. გორის "დილას" მოუგებელი სერია კი გრძელდება, შიდაქართლელებმა ორი ფრე დააფიქსირეს და ორი ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

"დინამო" მომდევნო მატჩს სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" 30 მარტს გამართავს, ხოლო "დილა" იმავე დღეს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

0.114764