ქუთაისის „რამაზ შენგელიას“ სახელობის სტადიონზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო. როგორც სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთის ფედერაციის თაოსნობით სტადიონზე ახალი მინდვრის საფარი დაიგება.
მინდვრის საფარის დემონტაჟი უკვე დაწყებულია. მოგეხსენებათ, „ტორპედოს“ სტადიონის მინდორი ბოლო ხანებში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. გნებავთ, ხარისხობრივად, გნებავთ - ვიზუალურად.